“He suddenly recalled from Plato's
Symposium: People were hermaphrodites until God split then in two, and now all
the halves wander the world over seeking one another. Love is the longing for
the half of ourselves we have lost.”
მილან კუნდერა
, „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“
,,რა უნდათ მოკვდავებს ერთმანეთისგან?“ -კითხულობს ჰეფესტოსი პლატონის „სიმპოზიუმში“. ისეთი რთული
საკითხია , ზეციური ძალაც უმწეოა ამომწურავი პასუხი მოუძებნოს . ბერძნული მითოლოგია
იმდენი უცნაურობითაა სავსე , ადამიანური ფანტაზიის ვერც ერთი დეტალი ვეღარ გაგაკვირვებს
, მით უმეტეს , ის , რაც რეალობისგან არც ისე შორსაა. ხელოვნება კითხვების დასმაში
გვეხმარება , თუმცა იგი პასუხებს ვერ გვაპოვნინებს , ვფიქრობ.
ქანდაკებას თუ
მეორე მხრიდან შევხედავთ , შესაძლოა ვიპოვოთ ერთ-ერთი მიზეზი , რაც გაგვაოცებს ერთდროულად
, ადამიანთა ნაწილში , შესაძლოა, არაესთეტიკური ემოციაც გააღვიძოს , ნაწილში გაურკვევლობის
გრძნობა .
საქმე ისაა ,
რომ სკუპლტურაზე მძინარე ფიგურა ჰერმაფროდიტია. ქალის სხეულით და მამაკაცის გენიტალიებით
.
ჰერმაფროდიტოსი
, მითის თანახმად , სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს და ჰერმესის შვილია. უპასუხოდ დატოვებული
სიყვარულის გამო კი უარყოფილი ნიმფას შურისძიების მსხვერპლი ხდება. ღმერთები მათ
,,სამუდამოდ შეაერთებენ“.ეს ხელოვნებაა. და , ვფიქრობ გაცილებით მეტია , ვიდრე „უცნაური“
ბიოლოგიური რეალობის აღწერა . ბევრად მეტი . ვარაუდობენ , რომ ეს ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული
,,ზეციური ექსპერიმენტია“ , რომ ღმერთს სურდა მესამე სქესის მიღება , რაღაც საშუალო
ფენომენის , ან მათ მიღმა მდგომის . ჯერომ ჯორდან პოლიტი ამბობს , რომ ლიტერატურაში
, მითოლოგიასა თუ ხელოვნებაში ჰერმაფროდიტიზმი უფრო ქვეცნობიერი და ფსიქოლოგიური კომპლექსების
გამოხატულებაა .პლატონის
იდეა იქამდეც მიდის , რომ სულიერი განვითარების გარკვეულ საფეხურზე ქალი და კაცი ერთი
მთლიანობა იყო . იგი „სიმპოზიუმში“ ამბობს რაღაც ამგვარს .რომ ადამიანური ბუნება ერთიანი
იყო და სწრაფვას , სურვილს ამ ერთიანობასთან დაბრუნებაზე სიყვარული ჰქვია.კაცობრიობის შეცდომების გამო ღმერთმა
გახლიჩა ეს ერთიანობა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში , შესაძლოა კიდევ უფრო დაანაწევროს
იგი . რისი სიმბოლოა მძინარე ჰერმაფროდიტი? რა აწუხებს მას? თავისი საშინლად არასრულყოფილი
სრულყოფილება , თუ ის , რომ არ ჰყავს დაკარგული
ნახევარი , რომელსაც შეიძლება ეძებდეს . ოვიდიუსის ,,მეტამორფოზებშიც“ ჰერმაფროდიტი
ღმერთების მიერ დასჯილია.
საინტერესოა
შეხედულება , იმის შესახებაც ,რომ ჰერმაფროდიტის გამოჩენა სკულპტურაში შესაძლოა დეფემინიზაციის
პროცესს უკავშირდება . მამაკაცის როლის კიდევ უფრო ზრდას , მის დომინანტურ მდგომარეობას
, ანუ სრულყოფილების ყოველგვარ მამაკაცურ საწყისთან გაიგივებას . მაგალითისთვის, ქალღმერთი
ათენას დაბადების შესახებ შექმნილი მითი სულაც არ არის შემთხვევითი .ათენას ქანდაკებები
უკვე ძვ.წ მე-5 საუკუნიდან თითქმის განძარცვულია ყოველგვარი ქალურისგან .
მოცემულ სკულპტურაში მისი მძიმე ფიგურა გამოხატავს მეომარ , მებრძოლ
ადამიანს და ძალიან ჰგავს ,,ქალის თავს, რომელიც მამაკაცის სხეულზე უბრალოდ დევს“
, აქ არსად არის ქალური სიმსუბუქისა და ჰაეროვნების განცდა .ჰერმაფროდიტის გამოსახულების
შემთხვევაში ჩვენ თითქოს ამ დეფემინიზაციის კულმინაციას ვხედავთ, გვყავს ქალი , რომელიც
საბოლოოდ „განკაცდა“ , თუმცა , ვინაიდან ეს სრულიად ორაზროვანია . ჩემთვის ეს შეხედულება
ბოლომდე მაინც ვერ ხსნის ყველაფერს.
'What do you mortals want of one another?'
They would be unable to explain. And suppose further, that
when he saw their perplexity he said: 'Do you desire to be wholly one;
always day and night in one another's company? for if this is what you
desire, I am ready to melt and fuse you together, so that being two you shall
become one, and while you live a
common life as if you were a single man, and after your death in the world
below still be one departed soul, instead of two“
პლატონი
„სიმპოზიუმი“
|
No comments:
Post a Comment